ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინტერნეტი და სხვა ელექტრონული კავშირები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ. ის რაც 30 წლის წინ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა, დღეს რეალობა და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ადამიანებმა შექმნეს და განავითარეს ტექნოლოგია, რომელიც დღეს თავად ახდენს გავლენას მთელს თანამედროვე ეპოქაზე. საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის ერთ საერთო სივრცეში აკუმულირება შეუქცევად პროცესად მიმდინარეობს. ეს პროცესი ერთგვარი მორევია, რომელიც თავისკენ იზიდავს ყველას და ყველაფერს. საუბარია ინტერნეტსა და ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე. თამამად შიეძლება ითქვას, რომ ინტერნეტი ინფორმაციის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი წყაროა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც „ამარტივებს“ ინტერაქციას, ინფორმაციის გაღება-მიცემას და შესაბამისად ხელს უწყობს ახალი ცოდნის სწრაფ წარმოშობას.
მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს იმის საშიშროება, რომ ონფორმაციის უზარმაზარ მორევში, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს, რთულია საჭირო ინფორმაციის მოპოვება. მუდმივად და სწრაფად განახლებადი პროცესი ქაოსში რომ არ გადაიზარდოს, რამოდენიმე ათეული წელია, მრავალი ორგანიზაცია მუშაობს გარკვეული სტანდარტების შემუშავება-განვითარებაზე, რომელთა მეშვეობითაც ხდება ამ ინფორმაციის ორგანიზება. ელექტრონიზაციის სტანდარტები, გარდა იმისა, რომ იძლევიან ინფორმაციის კონტროლის საშუალებას, ამარტივებენ ინფომრაციის გაცვლის, გაღებისა და მოპოვების პროცესებსაც.
ცოდნის და ზოგადად ინფორმაციის ელექტრონიზაციის ტენდენცია გარდაუვალია. ამ პროცესში ჩართვით, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას გარკვეულწილად ახალ სიცოცხლეს ვანიჭებთ, ვზრდით-რა მისი გამოყენების შესაძლებლობას. ამიტომაა, რომ დღეს, თითქმის ყველა - ცალკეული ინდივიდები, სოციალური ჯგუფები, ორგანიზაციები თუ ინსტიტუციები საკუთარი ინტელექტუალური და მატერიალური საკუთრების ელექტრონიზაციას, წარმატების აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევენ.
გამონაკლისს არც ჩვენი კვლევის ობიექტი ინტიტუცია წარმოადგენს, თუმცა არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც, ცენტრის მუშაობას გაცილებით უფრო შედეგიანსა და წარმატებულს გახდის, ვიდრე დღეს არის.
ცენტრის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2006 წელს გ.ჩუბინაშვილის სახელობისქართული ხელოვნების ისტორიის ინტიტუტისა და ს. ქობულაძის სახელობის ძეგლთაფიქსაციის ლაბორატორიის გაერთიანების საფუძველზე. ცენტრი ექვემდებარება საქართველოს კულლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
მათი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: უძველესი დროიდან დღევანდლამდე საქართველოში შექმნილი თუ ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციაში დაცული სხვადასხვა წარმომავლობის ხელოვნების ნაწარმოებთა მეცნიერული შესწავლა. ხუროთმოძღვრების, ქანდაკების, კედლისა და დაზგური მხატვრობის, გრაფიკის, გამოყენებითი-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშების, მათი ჯგუფების, მხატვრულ-ისტორიული მოვლენების და ა.შ. ასევე, კულტურის ნივთიერი ძეგლების დაცვა და მოვლა-პატრონობა; ეროვნული თუ საერთაშორისო ძეგლთადაცვითი გამოცდილების განზოგადება თეორიული დასკვნების გამოტანა და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება; უძრავი და მოძრავი ძეგლების გამოვლენა, პირველადი აღრიცხვა და პასპორტიზაცია; ხელოვნების ნიმუშების ფიქსაცია (აზომვა, ფოტო-ვიდეო გადაღება და სხვ.) და მათი ვიზუალური გამოსახულებათა არქივის შექმნა და ხელოვნების ნაწარმოებთა და მათ შესახებ დაგროვილი ცოდნის პოპულარიზაცია
ცენტრის სტრუქტურა შემდეგნაირია:
1. ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კანცელარიის გამგე, მთავარი ბუღალტერი, კონსულტანტი და ოპერატორი.
2. ძველი ქართული ხელოვნების განყოფილება. ეს განყოფილება აერთიანებს სხვადასხვა რანგის მეცნიერებს რომლებიც იკვლევენ და პასუხისმგებელნი არიან საკუთარი ცოდნის სფეროსა და კომპეტენციის მიხედვით. ამ განყოფილებაში იკვლევენ შუასაუკუნეებამდე და შუასაუკუნეების ქართულ ხელოვნებას.
3. თანამედროვე ხელოვნების განყოფილება
4. მხატვარ სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორია, რომლიც მიზანია ქართული ხუროთმოძღვრების, კედლის მხატვრობის, სამუზეუმო ექსპონატების (ჭედურობა, მინანქარი, კერამიკა, ნაქარგობა, ხალიჩა-ფარდაგები და ა.შ.) და თანამედროვე ქართული ხელოვნები ნაწარმოებების სლაიდზე აღბეჭვდა და ლაბორატორიის ფონდში შენახვა, რომელიც ელექტრონულადაც ხემისაწვდომია.
5. სამეცნიერო არქივი და ფოტოთეკა, რომელშიც დაცულია ქართული ხელოვნების ძეგლთა ანაზომები, ნახაზები გრაფიკული და ფოტომასალა. არ არსებობს არქივის ელეტქრონული ვერსია.
6. ბიბლიოთეკა, რომლის პროფილია ხელოვნების ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია და არქეოლოგია. დღეს წიგნების რაოდენობა 10500 აღწევს, პერიოდული გამომცემლობები კი დაახლოებით 1200 ეგზემპლარია. იქვე აღნიშნულია, რომ ბიბლიოთეკა ემსახურება მეცნიერებს, სტუდენტებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა საკითხებით.
7. ძეგლთა აღწერილობის და სამეცნიერო ინფორმაციის ჯგუფი, რომელიც აწარმოებს საქართველოს ტერიოტორიაზე შემონახული ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აღნუსხვა-დოკუმენტაციას. მუშოაბენ სხვადასხვა კრებულებზე და გაკეთებული აქვთ გზამკვლევი „კახეთის ხუროთმოძღვრება.“
ცენტრი, მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტში.
უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, ცენტრი აწარმოებს წლიური საქმიანობის წერილობით ანგარიშს, რომლის ნახვაც მათ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
კვლევის ანგარიში
თავდაპირველი კვლევის მიზანს წარმოადგენდა დაგვედგინა და შეგვეფასებინა, თუ რამდენად თავისუფლად იყო შესაძლებელი ელექტრონული წვდომა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში არსებულ ინფორმაციასა და ობიექტებზეა. საბოლოო მიზანი კი ინფორმაციის ორგანიზებასა და მის წვდომასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოჩენა (თუ ასეთი იარსებებდა) და მათ გამოსასწორებლად გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება იყო.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა დაგვედგინა:
1. რამდენად ზუსტად, მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად აქვს ცენტრს განსაზღვრული და ფორმულირებული როგორც მთლიანად ცენტრის, ასევე მისი სხვადასხვა სტრუქტურული ნაწილების მისია.
2. ვინ არის მათი სამიზნე ჯგუფი (ჯგუფები)
3. რა ობიექტებს მოიცავს.
4. როგორია მისი სტრუქტურა და ინფომრაციის ორგანიზება. შეესაბამება თუ არა ის სამიზნე ჯგუფის (ჯგუფების) მოთხოვნებს და
5. რამდენად ხელმისაწვდომია ცენტრის მიერ მოპოვებული, ფიქსირებული, დამუშავებული, გამოკვლეული, გამოყენებული, შენახული თუ დაცული ინფორმაცია საინტერენეტო წვდომით.
გამომდინარე იქიდან, რომ გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი მრავალმხრივ საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობას ეწევა მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლებელი იყო კვლევის მხოლოდ რომელიმე ერთი მეთოდოლოგიით წარმართვა
კვლევის პირველ ეტაპზე გამოყენებული იყო კვლევის შემდეგი მეთოდები:
1. არაფორმალუ სიღრმისეული სატელეფონო ინტერვიუები, (თუმცა უმჯობესი იქნებოდა ყოფილიყო ფორმალური),
2. საინტერნეტო საექსპერტო გამოკითხვა (ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ნაწილის თანამშრომელბთან, ძირითადად განყოფილების ხელმძღვანელებთან)
3. ე.წ. კონტენტ ანალიზი (ცენტრის ვებ-გვერდის და ყოველწლიური ანგარიშების ანალიზი).
გარდა ამისა, ცენტრის, სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელებს და თანამშრომელბს გადაეგზავნათ მცირე საინტერნეტო კითხვარები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ კითხვებს:
1. განსაზღვრეთ თქვენი კონკრეტული განყოფილების (სტრუქტურული ერთეულის) ადგილი ცენტრის საქმიანობაში.
2. ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი განყოფილების მისია
3. ვინ არის თქვენი სამიზნე ჯგუფი.
4. რა ინსტრუმენტებით აწვდით მათ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.
5. ხომ არ ისურვებდით ამ მხრივ რაიმეს შეცვლას.
ეს არის ძირითადი კითხვები, თუმცა მათი ფორმულირება იცვლებოდა განყოფილების (სტრუქტურული ერთეულის) ტიპიდან გამომდინარე.
ჩატარდა სამი სატელეფონო გამიკითხვა ცენტრის სხვადასხვა თანამშრომელთან, მათაც დაახლოებით იგივე კითხვები დაესვათ, რაც საინტერნეტო გამოკითხვის დროს, თუმცა ამ შემთხვევაში ინფორმაცია გაცილებით მეტად სიღრმისეული და თვითონ გამოკითხვა არაფორმალური იყო.
კონტენტ ანალიზის მეთოდით, დამუშავდა ცენტრის ვებ-გვერდი და ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცენტრის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში. კერძოდ. 2010 წლის ანგარიში, რომლიც 2011 წლის 1 თბერვალს არის გამოქვეყნებული.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვებ-გვერდზე დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ზემოჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულების (თუმცა არა ყველას) შექმნის ისტორიასა და საქმიანობაზე, ასევე მათ თანამშრომლებზე (მითითებულია მათი საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშოა გამოცდილება და მნიშვნელოვანი ნაშრომები).
ასევე დევს ინფორმაცია მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ. თუმცა ეს ინფორმაცია ძალიან ზედაპირული და მწირია.
ვებ-გვერდს თანდართული აქვს სხვადასხვა პარტნიორების ბმულები და ცალკე აქვს გამოტანილი საერთაშორისო ურთიერთობების ფანჯარა.
ვებ-გვერდზე იხილავთ ინფორმაციას პერიოდული გამოცემების შესახებაც. სულ მოიცავს ოთხ პერიოდულ გამოცემას: „ქართული ხელოვნება“ – “Ars Georgica” (გამოიცემა 1942 წლიდან), „ქართული ხელოვნების ნარკვევები“ (2000 წლიდან), „საქართველოს სიძველენი“ (2002 წლიდან), ასევე ელექტრონული ჟურნალი “Ars Georgica” - სერია B. ეს უკანასკნელი არის ერთადერთი, რაც დღეისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომია ახალი და თანამედროვე საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
ვებ-გვერდს აქვს საერთო საძიებო სისტემაც, მაგრამ გაუგებარია რისი მოძიებაა შესაძლებელი მისი საშუალებით.
კვლევის შედეგად დადგინდა ხარვეზები, კონკრეტულად:
· ცენტრს არ აქვს განსაზღვრული საკუთარი მისია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იმდენად ვრცლად აქვს გაშლილი, რომ რთულია გასაგებად.
· კვლევის შედეგად, ამ ეტაპზე გაურკვეველია მათი სამიზნე ჯგუფი (ჯგუფები).
· ვებ-გვერდი ძირითადად შემოიფარგლება ზოგადი აღწერითი ინფორმაციით, ისტორიული მონაცემებით.
· ტექსტური მასალა იმდენად დიდია, რომ აბნევს მომხმარებელს
· გაუგებარია ის ორგანიზება რაც ვებ-გვერდზე გვხვდება.
· ელექტრონული ჟურნალის “Ars Goergica”- სერია B, და ფოტოგალერიის ნაწილის გარდა (მისი გამოყენება მხლოდ ცენტრს და ავტორს შეუძლიათ) ელექტრონულად მიუწვდომელია სხვა დანარჩენისახის ინფორმაცია.
· მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანამშრომელს მითითებული აქვს საკონტაქტო ინფორმაცია, ძალიან რთულია მათთან დაკავშირება.
დასკვნები ძირითადად გამოტანილია სატელეფონო არაფორმალური გამოკითხვების, ცენტრის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშების და ცენტრის ვებ-გვერდის ანალიზის საფუძველზე.
საინტერესოა, რომ ორი თვის მანძილზე, ცენტრის ვებ-გვერდი ყოველი კვირის ბოლოს ფასდებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეფასებები ერთგვარია რადგან ამ ორი თვის განმავლობაში, მათ ვებ-გვერდზე მნინელოვანი ცვლილება არ მომხდარა. -გვერდი მოძველებული და სტატიკურია, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცენტრი ინტერნეტსივრცეს არ აღიქვამს მათი საქმიანობისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ასპარეზად. მაგალითისთვის, ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ცენტრი ექვემდებარება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. ეს უკანასკნელი სტრუქტურა-კი მრავალი თვეა ცალკე სამინოსტროდაა ჩამოყალიბებული.
რეკომენდაციები
როგორც შესავალში ავღნიშნეთ, თანამედროვე ეპოქაში, ინფორმაციის ელექტრონიზაცია მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია მისი მატარებლის/მომპოვებლის წარმატებული საქმიანობისთვის. ისიც ავღნიშნეთ, რომ ამ ინფორმაციას სჭირდება სწორი ორგანიზება და ბუნების მიხედვით სტანდარტიზაცია, იმისათვის, რომ მომხმარებელს გაუადვილდეს მისი გამოყენება. ვფიქრობ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მთავარი პრობლება არის ის, რომ ვერ ხედავენ მათ მიერ მოპოვებული და დამუშავებული ინფომრაციის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის აუცილებლობას და მნიშვნელობას. ეს დამოკიდებულება ცენტრის ვებ-გვერდის პირველადი და ზედაპირული დათვალიერებითაც ჩანს.
ცენტრი საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, თუმცა არ ხდება ამ საქმიანობის შედეგების სწორი ორგანიზება. ამას თან ერთვის ისიც, რომ ცენტრს მკაფიოდ არ აქვს განსაზღვრული საკუთარი მისია და სამიზნე ჯგუფი. მისიაც (რომელიც საქმიანობის ქუდქვეშ არის გაერთიანებული) და სამიზნე ჯგუფიც იმდენად ფართოა, რომ გაურკვევლობს იწვევს. საინტერნეტო გამოკითხვისას, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ნაწილის ხელმძღვანელმა, კითხვაზე მისი აზრით, ვინ იყო მათი ცენტრის სამიზნე ჯგუფი, მან გასცა პასუხი, რომ ყველა - დაწყებული საქართველოს პრეზიდენტითა და პატრიარქით, დამთავრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტით. ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ მკაფიოდ და ზუსტად განვმარტავთ ვინ იგულისხმება ამ „ყველაში.“
იგივე შეიძლება ითქვას ცენტრის მისიაზეც, საქმიანობა ძალიან ფართოდაა გაშლილი ვებ-გვერდზე. უმჯობესი იქნება, თუ „საქმიანობას“ „მისიით“ შევცვლით და დებულების სახით კონკრეტულ პუნქტებად ჩამოვაყალიბებთ. მისია უნდა იყოს მოკლედ ფორმულირებული და კონკრეტული.
გარდა ამისა, მთლიანად შესაცვლელია ვებ-გვერდის დიზაინი და ორგანიზება. სასურველია ვებ-გვერდი გახდეს უფრო დინამიური: სიახლეები გამოტანილი უნდა იყოს პირველ გვერდზე და მუდმივად განახლდეს.
ვებ-გვერდი გადატვირთულია ზედმეტი ისტორიული მონაცემებით, რაც აბნევს და „თავს აბეზრებს“ მომხარებელს. სასურველია, რომ ზოგადი ისტორიული და აღწერითი მონაცემები შეიცვალოს კონკრეტული მონაცემებით - იმ ობიექტებით რომელზეც დღეისთვის ნარატიული სახის ინფორმაცია დევს.
მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო, ცენტრის ბიბლიოთეკიში, არქივში და ფოტოთეკაში დაცული მასალების უდიდესი ნაწილი დაიკარგა ან განადგურდა, დღეისთვის ცენტრი მაინც საკმაოდ დიდი ინფორმაციის მფლობელია. იმისათვის რომ მოხდეს ამ ინფორმაციის ელექტრონიზაცია და სხვებისთვის გაზიარება საჭიროა სტანდარტიზაცია.
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე გორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრისთვის ყველაზე მისაღები სტანდარტი გეთის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ხელოვნების ნიმუშთა აღწერის კატეგორიები (CDWA) უნდა იყოს.
ეს სტანდარტი ცენტრს დაეხმარება საკუთარი ობიექტების ელექტრონულად აღწერასა და კატალოგიზაციაში.
რაც შეეხება თავად სტანდარტს: ხელოვნების ნიმუშთა აღწერის კატეგორიები (CDWA) გამოიყენება ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე და კულტურულ ობიექტებზე ინფორმაციის აღწერისა და წვდომისთვის, მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ გამოსახულებასთან ერთად. ის აღწერს ხელოვნების მონაცემთა ბაზას ხელოვნების ნიმუშთა, არქიტექტურის, სხვა მატერიალური კულტურის, ჯგუფებისა და კოლექციების აღწერისა და წვდომის კონცეპტუალურ ჩარჩოების ფორმულირებით.
CDWA შემუშავებულია AITF-ს (US-based Art Information Task force) მიერ, J. Paul Getty Trust-ის, NEH-ის (National Endowment for the Humanities) და CAA-ს (College Art Association) დაფინანსებით. ხელოვნების ისტორიკოსთა, ხელოვნების ნიმუშების საცავების და ინფრომაციის პროვაიდერებს შორის დაწყებულმა დიალოგმა შექმნა შესაძლებლობა შეემუშავებინათ და განევითარებინათ გაიდლაინები ხელოვნების და არქიტექტურის ნიმუშების, ობიექტთა ჯგუფების, ვიზუალური და ტექსტური სუროგატების აღსაღწერად [J. Paul Getty Trust, 2009].
CDWA-ის პირველი ვერსია შეიქმნა 1990-იან წლებში. მიმდინარე მეორე ვერსია გამოქვეყნდა 2000 წელს და შესწორდა 2006 წელს.
CDWA მოიცავს 532-ზე მეტ კატეოგრიასა და სუბკატეგორიას, რომელთაგანაც 36 ძირითადი კატეგორიაა. ე.წ. core კატეგორიები საჭიროებენ მინიმალურ ინფორმაციას ნამუშევრის იდენტიფიკაციისა და აღწერისათვის.
ამ სტანდარტს, საკუთარი ობიექტების აღსაღწერად იყენებს ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუცია როგორიცა გეთის ცენტრი. აქვე დავსძენთ, რომ გეთის კვლევითი ინსტიტუტი, მუშაობს ახალ გამარტივებულ CDWA lite სტანდარტზე, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს სტანდარტი არ არის ფართოდგამოყენებადი.
გეთის ცენტრის გამოცდილება და ცოდნა, ვფიქრობ მნიშვნლოვანი უნდა იყოს, ჩვენი კვლევის ობიექტი ინსტიტუციისთვის. ამას თან ერთვის ის, რომ გეთი არ არის უბრალოდ ორგანიზაცია, რომელიც ქმნის და ავითარებს ახალ ელექტრონული კატალოგიზაციის და ობიექტთა აღწერის სტანდარტებს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თავისი საქმიანობით ძალზედ ახლოს დგას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულ ცენტრთან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მიერ შემუშავებული სტანდარტი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ერგებოდეს იმ სფეროს რომელსაც ეს სტანდარტი აღწერს.
სტანდარტის თვალსაჩინოებისთვის განვიხილავთ რამოდენიმე მაგალითს და შევეცდებით ავღწეროთ რომელიმე ქართული ხელოვნების ნიმუში ან არქიტექტურული ძეგლი.
| ობიექტი/ნამუშევარი | კატალოგის დონე: (Item) ტიპი: | კონტროლირებადი ტექსტი ავტორიტეტული |
| კლასიფიკაცია | ტერმინები: ევროპული ხელოვნება | კონტროლირებადი ნუსხა |
| სათაური ან სახელი | ტექსტი მიკუთვნება(preference): პრივილეგირებული ტიპი: საცავი ენა: ინგლისური ტექსტი: მიკუთვნება: მონაცვლეობითი (alternate) ენა: ფრანგული ტექსტი: მიკუთვნება: მონაცვლეობითი ენა: იტალიური ტექსტი: მიკუთვნება: მონაცვლეობითი ენა:გერმანული ტექსტი: მიკუთვნება: მონაცვლეობითი ენა: პოლონური ტექსტი: მიკუთვნება: მონაცვლეობითი ენა: დუჩი | თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა |
| შექმნა | შემქმნელის აღწერა: | თავისუფალი ტექსტი |
| | Id: როლი: | ავტორიტეტული ავტორიტეტული |
| | შექმნის თარიღი: ადრეული: | თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ფორმატი |
| | შექმნის ადგილი/ორიგინალური ადგილმდებარეობა: Saint Rémy de Provence (Provence Alpes Côte d'Azur, France) | ავტორიტეტული |
| სტილი/პერიოდი/ჯგუფი/ მოძრაობა | საინდექსაციო ტერმინები: იმპრესიონისტი პოსტიმპრესიონისტსი | ავტორიტეტული |
| ზომები | ზომების აღწერა: | თავისუფალი ტექსტი |
| | სიდიდე: 71 ერთეული: სმ ტიპი: სიმღლე სიდიდე: 93 ერთეული: სმ ტიპი: სიგანე | კონტროლირებადი ფორმატი და ნუსხა |
| მასალა და ტექნიკა | აღწერა: | თავისუფალი ტექსტი |
| | მასალის დასახელება: ზეთის საღებავი ფუნქცია:საშუალო მასალის დასახელება: ტიკო ფუნქცია: დამხმარე ტექნიკის სახელწოდება : იმპასტო ტექნიკური ხელსაწყო: palette knife ტექნიკური ხელსაწყო: ფუნჯი | ავტორიტეტული |
| წარწერა/ნიშანი | ტრანსკრიპცია ან აღწერა: ხელმოწერა ქვედა მარჯვენა კუთხეში: ვინსენტ | თავისუფალი ტექსტი |
| საგანი | საინდექსაციო ტერმინები: ბოტანიკური ბუნება ზამბახები რეგენერაცია ნიადაგი | ავტორიტეტული |
| აღწერილობითი ჩანაწერი | ტექსტი: ნამუშევარი შეიქმნა მაშინ, როდესაც მხატვარი გამოჯანმრთელდა სერიოზული მენტალური ავადმყოფობისგან; მასზე გამოსახულია Saint Rémy -ის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაღი.... | თავისუფალი ტექსტი |
| | მითითება: J. Paul Getty . მუზუმი Handbook of the Collections. Los Angeles: J. Paul Getty Museum, 1991. გვერდი: 129 | ავტორიტეტული თავისუფალი ტექსტი |
| ამჟამინდელი ადგილმდებარეობა | საცავის სახელწოდება/გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: | კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსქტი |
| გამოფენა/გასესხების ისტორია | გამოფენის სახელწოდება: Salon des Indépendents, 1889 | თავისუფალი ტექსტი |
| | თარიღი: სექტემბერი1889 უადრესი: 1889-09-01 უგვიანესი: 1889-09-30 | თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ფორმატი |
| Image credits: Vincent van Gogh (Dutch, 1853-1890); Irises; 1889; oil on canvas; 71 x 93 cm (28 x 36 5/8 inches); J. Paul Getty Museum (Los Angeles, California, USA); 90.PA.20. © The J. Paul Getty Trust. All Rights Reserved. | ||
| ობიექტი/ნამუშევარი | კატალოგიზაციის დონე:item ტიპი:ეკლესია ნამუშევრის ტიპის პერიოდი: მე-4 საუკუნიდან უადრესი პერიოდი: 0300 უგვიანესი თარიღი: 1453 ტიპი: ნამუშევრის ტიპის პერიოდი: ოტომანთა დინასტიის ხანა, 1453წ-დან უადრესი თარიღი: 1453 უგვიანესი თარიღი: 1934 ტიპი: ნამუშევრის ტიპის პერიოდი: 1934 წლიდან უადრესი თრიღი: 1934 უგვიანესი თარიღი: 9999 | კონტროლირებადი ნუსხა Authority თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ფორმატი |
| კლასიფიკაცია | ტერმინები: არქიტექტურა ბიზანტიური ხელოვნება | კონტროლირებადი ნუსხა |
| სათაური ან სახელი | ტექსტი: მიკუთვნება : მიკუთვნებული ტექსტი:წმინდა სიბრძნის ეკლესია მიკუთვნება: მონაცვლეობითი ენა: ინგლისური ტიპი: გადათარგმნილი ტექსტი:აიასოფია მიკუთვნება: მონაცვლეობითი ენა: თურქული ტექსტი: მიკუთვნება: მონაცვლეობითი ტექსტი: Agia Sofia მიკუთვნება: მონაცვლეობითი ტექსტი: Sancta Sophia მიკუთვნება: მონაცვლეობითი ენა: ლათინურიტექსტი: Megale Ecclesia მიკუთვნება: მონაცვლეობითი ტექსტი: Ayasofya Museum მიკუთვნება: მონაცვლეობითი თარიღი: 1932 წლიდან უადრესი თარიღი: 1932 უგვიანესი თარიღი: 9999 | თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა |
| შექმნა | შემქმნელის აღწერა: ისიდორე მილეთელი (ფრანცისკანელი ბერი, მოღვაწეობდა მე-6 საუკუნეში) და ანთიმოზ ტარსელი (ფრანცისკანელიბერი, 474-534), იუსტინიანე I-ისდროს (ბიზანტიელი იმპერატორი, 483-565); აღდგენილია ტრედატის მიერ (სომეხი, მე-10ს.) მე-10 საუკუნეში | თავისუფალი ტექსტი |
| | პიროვნება: როლი:არქიტექტორი პიროვნება:ანთიმოზ ტარსელი როლი:არქიტექტორი პიროვნება:იუსტინიანე I როლი:მფარველი Extent: აღდგენა პიროვნება: როლი: | ავტორიტეტული ავტორიტეტული |
| | შექმნის პერიოდი: თავდაპირველი ნაგებობის თარიღი მე-4სჩ.წ.აღ. ამჟამინდელი ნაგებობა532-537 ქ. შ.-დან; ნაწილობრივ აღდგენილია მე-10 საუკუნეში დამოგვიანებით უადრესი: | თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ფორმატი |
| სტილები/პერიოდები/ ჯგუფები/მოძრაობები | საინდექსაციო ტერმინი: ბიზანტიური | ავტორიტეტული |
| ზომები | ზომების აღწერა: | თავისუფალი ტექსტი |
| | Dimensions Extent: გუმბათი ნახევარი გუმბათით სიდიდე: 32.6 ერთეული: მ ტიპი: სიგანე სიდიდე: 68.6 ერთეული: მ ტიპი: სიგრძე Dimensions Extent: ცენტრალური გუმბათი სიდიდე: 56 ერთეული: მ ტიპი: სიმაღლე სიდიდე: 31 ერთეული: მ ტიპი: დიამეტრი | თავისუფალი ტექსტი |
| მასალა და ტექნიკა | აღწერა: | თავისუფალი ტექსტი |
| | მასალის სახელმწოდება: ქვა მარმალირო პორფირი მოზაიკა ტექნიკის დასახელება: მზიდი კედლები ცენტრალიზებული გეგმა | ავტორიტეტული |
| საგანი | იდენქსაციის ტერმინები: არქიტექტურა რელიგია/მითოლოგია წმინდა სიბრძნე(ქრისტიანული იკონოგრაფია) ტაყვანისცემა | ავტორიტეტული |
| ამჟამინდელი ადგილმდებარეობა | საცავის სახელწოდება/გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: | ავტორიტეტული |
| | ||
ნიმუშზე დაყრდნობით შესაძლოა აღვწეროთ ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუში
| ობიექტი/ნამუშევარი | კატალოგიზაციის დონე:item ტიპი:ეკლესია ნამუშევრის ტიპის პერიოდი: მე-4 საუკუნიდან უადრესი პერიოდი: 0326 უგვიანესი თარიღი: 9999 | კონტროლირებადი ნუსხა ავტორიტეტული თავისუფალი ტექსტი |
| კლასიფიკაცია | ტერმინები: არქიტექტურა ქართული ხუროთმოძღვრება | კონტროლირებადი ნუსხა |
| სათაური ან სახელი | ტექსტი: მიკუთვნება : პრივილეგირებული ენა: ქართული ენა: ინგლისური ტექსტი: Svetickhoveli მიკუთვნება: მონაცვლეობითი | კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ნუსხა |
| შექმნა | შემქმნელის აღწერა: არსუკიძე (ხუროთმოძღვარი ჩვ.წ.აღ.XIს), მელქისედეკი (XIს-ში კათალიკოსი) მირიანი და ნანა (ქართველი მეფე და დედოფალი, ჩვ.წ.აღ მე-4ს), რესტავრირებულია XV ს-ში ალექსანდრე დიდის მიერ (კახეთის მეფე 1454 -1511წწ.) | თავისუფალი ტექსტი |
| | პიროვნება: როლი:არქიტექტორი პიროვნება:მელქისედეკი როლი:აღდგენის ინიციატორი. პიროვნება:მირიანი და ნანა როლი:მფარველი. პიროვნება: როლი: | ავტორიტეტული ავტორიტეტული |
| | შექმნის პერიოდი: თავდაპირველი ნაგებობის თარიღი მე-4სჩ.წ.აღ. ამჟამინდელი ნაგებობა ჩვ.წ.აღ. 1010-1029წწ.; ნაწილობრივ აღდგენილია მე-14 საუკუნეში დამოგვიანებით უადრესი: | თავისუფალი ტექსტი კონტროლირებადი ფორმატი |
| სტილები/პერიოდები/ ჯგუფები/მოძრაობები | საინდექსაციო ტერმინი: ქართული | ავტორიტეტული |
| ზომები | ზომების აღწერა: ჯვარ-გუმბათოვანი ????.... | თავისუფალი ტექსტი |
| | სიდიდე: ? ერთეული: მ ტიპი: სიგანე სიდიდე: ? ერთეული: მ ტიპი: სიგრძე სიდიდე: ? ერთეული: მ ტიპი: სიმაღლე სიდიდე: 31 ერთეული: მ ტიპი: დიამეტრი | თავისუფალი ტექსტი |
| მასალა და ტექნიკა | აღწერა: | თავისუფალი ტექსტი |
| | მასალის სახელმწოდება: ქვა ტექნიკის დასახელება: მზიდი კედლები | ავტორიტეტული |
| საგანი | იდენქსაციის ტერმინები: არქიტექტურა რელიგია ქრისტიანული იკონოგრაფია თაყვანისცემა | ავტორიტეტული |
| ამჟამინდელი ადგილმდებარეობა | საცავის სახელწოდება/გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: მცხეთა (ქართლი, საქართველო) | ავტორიტეტული |
ეს არის ნიმუში, თუ როგორ მარტივად შიძლება მოხდეს ხუროთმოძღვრების ძეგლის აღწერა, თუმცა, ინტერნეტ სივრცეში მსგავსი სტანდარტისთვის საჭირო მინიმალური ინფორმაციის მოძიებაც კი გაჭირდა.
ვფიქრობ, ამ სტანდარტის გამოყენებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი საინტერნეტო სივრცეში ქართული ხელოვნების და არქიტექტურული ნიმუშების, ასევე სხვა მატერიალური კულტურის შესახებ ინფორმაციას შეავსებს, დახვეწს და ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გარდა ამისა, ამ სტანდარტის მიღებით, ცენტრი შეძლებს თანმშრომლობას იმ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, რომლებიც უკვე იყენებენ CDWA-ს.
გეო-არტპედია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ისახავს. 2010წლის ყოველწლიურ ანგარიშში, აღნიშნულია, რომ ცენტრისსაქმიანობას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
შეტავაზებული სტანდარტით, შესძლებელი გახდება განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელათ.ერთ-ერთი შეიძლება იყოს ცენტრის ბაზაზე დაფუძნებული ქართული ხელოვნების ელექტრონული ენციკლოპედია პირობითი სახელით „გეო-არტპედია.“ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალ კოლაბორაციას, იყოს უფასო და ღია სამიზნე ჯგუფით გათვალისწინებული ყველა დაინტერესებული პირისთვის.
მისია: ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია. ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის მოქნილი და თავისუფალი ინტერნეტსივრცის შექმნა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და აზრების გამოსახატავად, კვლევის საწარმოებლად და ინფორმაციის მისაღებად/გასაცემად.
სამიზნე ჯგუფი:
• ხელოვნების ისტორიკოსები
• ხელვნებათმცოდნეები
• ქართველი და უცხოელი მკვლევარები (ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის და სხვ. სფეროებში)
• ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები
• სტუდენტები
• ბავშვები და ოჯახები
• ქართული ხელოვნების მოყვარულები
• მუზეუმები/გალერეები
• საგანმანათლებლო ცენტრები
• ქართული ხელოვნებით დაინტერესებული ნებისმიერ პირი, შეუზღუდავად ასაკისა, რწმენისა, ეროვნული კუთვნილებისა.
ობიექტები:
• სტატიები
• ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალები
• ონლაინ თამაშები/ტესტები
• არტ-news
• ინფორმაცია მუზეუმების,გალერეებისა და კვლევითი ცენტრების შესახებ
• ლინკები
• ღონისძიებათა კალენდარი
პრინციპი/პოლიტიკა:
• ონლაინ ენციკლოპედია, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
• ქვეყნის კულტურას და ხელოვნებას, გარდა ცალკეული პირებისა, ქმნის თვითონ ხალხი, ამდენად საზოგადოების მონაწილეობა არსებულ პროექტში ერთისმხრივ გაამდიდრებს თანამედროვე ქართულ კულტურას, მეორე მხრივ, ეს იქნება საშულება ქართული ხელოვნების ახლებური კვლევისა და პოპულარიზაციის.
• უნდა იყოს თავისუფალი და უფასო ყველა დაინტერესებული პირისთვის, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ეროვნული კუთვნილებისა.
• იყოს ღია თანამშრომლობისთვის
• ნებისმიერი მომხმარებელი/თანამშრომელი არის უნიკალური და მნიშვნელოვანი. თუმცა არაკორექტულობისა და ვანდალიზმის ნებისმიერი მცდელობა უნდა დაიბლოკოს.
• სტატიის გამოქვეყნებისას მითითებული უნდა იყოს მინიმუმ 3 სხვადასხვა წყარო..
• იყოს მუდმივად განახლებადი
საძიებო იარაღები:
• One search box/ გაფართოებული ძიება
• ძიება ანბანურად
• ძიება სახელებით
• ძიება დირექტორიებით
• თემატური ძიება
1. ძიება ეპოქების მიხედვით
2. ძიება ხელოვნების დარგების მიხედვით.
3. ძიება მასალის მიხედვით.
თანამშრომლობა:
• ენციკლოპეედიის ნებისმიერი ინდივიდუალური მომხმარებელი
• ხელოვნების სფეროთი და მისი კვლევით დაკავებული სხვადასხვა ინსტიტუცია (მუზეუმები, კვლევითი ცენტრები, სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, თეატრები, სახელმოვნებო სასწავლებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომცემლობები ა.შ.)
• სხვა ინტერნეტ-ენციკლოპედიები (მაგ. wikipedia, britannica, artcyclopedya და სხვ.)
• სხვადასხვა საძიებო სისტემები (მაგ. Google)
ბლოგი: სასურველია, ენციკლოპედიას თან ახლდეს თავისუფალი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ბლოგი, სადაც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერ თემაზე, ან ბლოგი გამოიყენოს, საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.
გარდა ამისა, გ.ჩუბინაშვილის ცენტრი ფლობს არქივს და ბიბლიოთეკას. სასურველი იქნება, თუ ბრტინაკის მაკრო და მიკროპედიის მსგავსად შეიქმნება მიკრო და მაკრო “გეოპედია.” ცხადია, რომ მაკრო-გეოპედია, i-ბიბლიოთეკის სახეს მიიღებს და ელექტრონულად გააერთაინებს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის ბიბლიოთეკასა და არქივში დაცულ დიდძალ მასალას (მთლიანად თუ არა მნიშვნელოვან ნაწილს).