Friday, May 13, 2011

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის პირველადი საპილოტაჟო კვლევა

თანამედროვე საზოგადოებაში უფრო და უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ბიუროკრატია (ნესბიმიერ სფეროში) მოუქნელი და საზოგადოებისთვიs შემაფერხებელი ნეგატიური მოვლენაა. ამ მხრივ, საქართველოც არ არის გამონაკლისი: აღმავლობისა და გლობალურ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი ინსტიტუციისა თუ ორგანიზაციის პირველ მახასიათებლად სწორედ მის ღაიობას ასახელებენ.
სამწუხაროდ, ეს ღიაობა ხშირად ზედაპირული და მოჩვენებითია. როგორც ჩანს, ძველი სისტემიდან ახალ, გაცილებით თავისუფალ და ღია სისტემაზე გადასვლა ძალიან მტკივლეული და რთული პროცესია თუმცა, ეპოქისა და შესაბამისად თანამედროვე საზოგადოების მოთხოვებიდან გამომდიარე - გარდაუვალი.
თითქოს წინაარმდეგობრივია ის ორი ფაქტი, რომ ინსტიტუციებს (არა ყველას) სურთ იყონ „ყველასათვის ღია და გამჭვირვალე“, მაგრამ ვერ თმობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძველ და მყარად ფესვგადგმულ სტილს. ან უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ცოდნა მის დასაძლევად და შესაცვლელად. მრავლისმთქმელი იქნებოდა ამ საკითხის უფრო სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგებიც ბევრ პრობლემას გადაჭრიდა, მაგრამ წინამდებარე კვლევის მიზანი სხვა რამაა - ამ შემთხვევაში კვლევის ობიექტი ინსტიტუციის ღიაობის ხარისხი უფრო საინტერესოა, რაც მის მიერი მოპოვებულ, დაფიქსირებულ,  დამუშავებულ, შენახულ და გამოყენებულ ინფომრაციაზე ხელმისაწვდომობაში გამოიხატება.
კვლევის ობიექტად ავირჩიე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელვონების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი. ცენტრი დაარსდა 2006 წელს გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და ს.ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიის გაერთიანების საფუძველზე და ექვემდებარება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის  და სპორტის სამინისტროს.

1.  კვლევის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები;
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კლვევის მიზანია გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კლვევის ეროვნული ცენტრის ღიაობის ხარისხის დადგენა. ამისათვის საჭიროა გავიგოთ:
1.      ამდენად ზუსტად, მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად აქვთ განსაზღვრული და ფორმულირებული როგორც მთლიანად ცენტრის, ასევე მისი სხვადასხვა სტრუქტურული ნაწილების მისია.
2.      ვინ არის სამიზნე ჯგუფი (ჯგუფები)
3.       რა ობიექტებს მოიცავს.
4.      როგორია მისი სტრუქტურა და ინფომრაციის ორგანიზება. შეესაბამება თუ არა ის სამიზნე ჯგუფის (ჯგუფების) მოთხოვნებს და
5.      რამდენად ხელმისაწვდომია ცენტრის მიერ მოპოვებული, ფიქსირებული, დამუშავებული, გამოკვლეული, გამოყენებული, შენახული თუ დაცული ინფორმაცია როგორც ფიზიკური ასევე საინტერენეტო წვდომის გათვალისწინებით
წვდომაში იგულისახმება, რომ ინფორმაცია უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, სამიზნე ჯგუფების გათვალისწინებით ყველასათვის გასაგები, ღია და მინიმალურად უნდა საჭიროებდეს ბიუროკრატიას.
2011 წლის პირველ თებერვალს გამოქვეყნებულ ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ცენტრს სირთულე ემქნებოდა საქმიანობის ფართო გაშუქების მხრივ ტელემედიასა და ბეჭდურ პრესაში, რადგანაც ცენტრს არ აქვს საზოგადოების ინფორმირების ცალკე განყოფილება და არ ჰყავს სპეციალისტი. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრობლემები საინტერნეტო სივრცეშიც ექმნებათ.
ვფიქრობ, კვლევის შედეგები ცხადყოფენ არსებული პრობლემის უფრო ღრმა მიზეზებს, ვიდრე ანგარიშშია აღნიშნული. რაც თავისმხრივ, გ.ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს გარკვეულწილად დაეხმარება მათ გამოსწორებაში და გააუმჯობესებს მათ საქმიანობას, შესაბამისად გაზრდის ამ საქმიანობით დაინტერესების ხარისხს.


2.        კვლევის მეთოდოლოგია და კონკრეტული აქტივობები

გამომდინარე იქიდან, რომ გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი მრავალმხრივ საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობას ეწევა მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლებელი მხოლოდ რომელიმე ერთი მეთოდოლოგიით წარიმართოს კვლევა.
ვფიქრობ, რომ საკვლევი პრობლემა, მოითხოვს თვისობრივი კვლევის სხვადასხვა მეთოდს, თუმცა არ გამორიცხავს რაოდენობრივი კვლევის საჭიროებას.
კვლევის პირველ ეტაპზე გამოყენებულია კვლევის შემდეგი მეთოდები:
1.      არაფორმალუ სიღრმისეული სატელეფონო ინტერვიუები, (თუმცა უმჯობესი იქნებოდა ყოფილიყო ფორმალური),
2.      საინტერნეტო საექსპერტო გამოკითხვა (ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ნაწილის თანამშრომელბთან, ძირითადად განყოფილების ხელმძღვანელებთან)
3.      ე.წ. კონტენტ ანალიზი (ცენტრის ვებ-გვერდის და ყოველწლიური ანგარიშების ანალიზი).

ცენტრის, სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელებს და თანამშრომელბს გადაეგზავნათ მცირე საინტერნეტო კითხვარები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ კითხვებს:
1.      განსაზღვრეთ თქვენი კონკრეტული განყოფილების (სტრუქტურული ერთეულის) ადგილი ცენტრის საქმიანობაში.
2.      ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი განყოფილების მისია
3.      ვინ არის თქვენი სამიზნე ჯგუფი.
4.      რა ინსტრუმენტებით აწვდით მათ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.
5.      ხომ არ ისურვებდით ამ მხრივ რაიმეს შეცვლას.
ეს არის ძირითადი კითხვები, თუმცა მათი ფორმულირება იცვლებოდა განყოფილების (სტრუქტურული ერთეულის) ტიპიდან გამომდინარე.
ჩატარდა სამი სატელეფონო გამიკითხვა ცენტრსი სხვადასხვა თანამშრომელთან, მათაც დაახლოებით იგივე კითხვები დაესვათ, რაც საინტერნეტო გამოკითხვის დროს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ინფორმაცია გაცილებით მეტად სიღრმისეული და თვითონ გამოკითხვა არაფორმალური იყო.
კონტენტ ანალიზის მეთოდით, დამუშავდა ცენტრის ვებ-გვერდი და ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცენტრის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში. კერძოდ. 2010 წლის ანგარიში, რომლიც 2011 წლის 1 თბერვალს არის გამოქვეყნებული.



3.     კვლევის ანგარიში

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს ანგარიში არ არის საბოლოო და უმჯობესია თუ მას განვიხილავთ როგორც საბოლოო კვლევისთვის მოსამზადებელ წინა ეტაპს - საპილოტაჟო კვლევას.
თუმცა ამ კვლევის ჩატარება აუცილებელი იყო სამომავლო კვლევის დაგეგმისთვის. როისა და რესურსების გათვალისწინებით განისაზღვრა ძირითადი პრობლემები, გამოიკვეთა მათი კონტურები, რაც საშუალებას იძლევა გაკეთდეს პირველადი და ზოგადი დასკვნები.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის ვებ-გვერდის თანახმად. ცენტრის უმთავრესი მიზანია:
1.      უძველესი დროიდან დღევანდლამდე საქართველოში შექმნილი თუ ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციაში დაცული სხვადასხვა წარმომავლობის ხელოვნების ნაწარმოებთა მეცნიერული შესწავლა. ხუროთმოძღვრების, ქანდაკების, კედლისა და დაზგური მხატვრობის, გრაფიკის, გამოყენებითი-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშების, მათი ჯგუფების, მხატვრულ-ისტორიული მოვლენების და ა.შ.
2.       კულტურის ნივთიერი ძეგლების დაცვა და მოვლა-პატრონობა; ეროვნული თუ საერთაშორისო ძეგლთადაცვითი გამოცდილების განზოგადება თეორიული დასკვნების გამოტანა და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება;
3.      უძრავი და მოძრავი ძეგლების გამოვლენა, პირველადი აღრიცხვა და პასპორტიზაცია;
4.      ხელოვნების ნიმუშების ფიქსაცია (აზომვა, ფოტო-ვიდეო გადაღება და სხვ.) და მათი ვიზუალური გამოსახულებათა არქივის შექმნა.
5.      ხელოვნების ნაწარმოებთა და მათ შესახებ დაგროვილი ცოდნის პოპულარიზაცია
ეს არის ნაწილი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიზნებისა, რასაც ცენტრი „საქმიანობის“ ქუდქვეშ აერთიანებს.
სატელეფონო გამიკითხვისას, სამივე შემთხვევაში, ცენტრის მისია შედარებით უფრო მარტივად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეს. გამოკითხულთა განმარტებით ცენტრის მისიაა, ზოგადად ქართული ხელოვნების კვლევა, ფიქსაცია, აღრიცხვა-პასპორტიზაცია, შენახვა და პოპულარიზაცია (ძირითადად საგანმანათლებლო პროგრამებით) .
რაც შეეხება სამიზნე ჯგუფებს, არც ვებ-გვერდზე და არც გამოკითხვების შედეგად არ არის ჩამოყალიბებული. აღნიშნულია, რომ პოპულარიზაციის მიზნით, „სამეცნიერო გამოქვეყნებასთან ერთად ის საზოგადოებას აწვდის განსხვავებული ინტერესებისა და მომზადების მკითხველისთვის გათვლილ წიგნებს, ალბომებს, ბუკლეტებს, სხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემებს.“  თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ იგულისხმება ამ „საზოგადოებაში.“
ცენტრის სტრუქტურა  შემდეგნაირია:
1.    დმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კანცელარიის გამგე, მთავარი ბუღალტერი, კონსულტანტი  (არ არის მითითებული რა საკითხებში), ოპერატორი.
2.    ძველი ქართული ხელოვნების განყოფილება. ეს განყოფილება აერთიანებს სხვადასხვა რანგის მეცნიერებს რომლებიც იკვლევენ და პასუხისმგებელნი არიან საკუთარი ცოდნის სფეროსა და კომპეტენციის მიხედვით. ერთ-ერთმა რესპოდენტმა დააზუსტა, რომ ამ განყოფილებაში იკვლევენ შუასაუკუნეებამდე და შუასაუკუნეების ქართულ ხელოვნებას.
3.  თანამედროვე ხელოვნების განყოფილება
4.    მხატვარ სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორია, რომლიც მიზანია ქართული ხუროთმოძღვრების, კედლის მხატვრობის, სამუზეუმო ექსპონატების (ჭედურობა, მინანქარი, კერამიკა, ნაქარგობა, ხალიჩა-ფარდაგები და ა.შ.) და თანამედროვე ქართული ხელოვნები ნაწარმოებების სლაიდზე აღბეჭვდა და ლაბორატორიის ფონდში შენახვა, რომელიც ელექტრონულადაც ხემისაწვდომია.
5.    სამეცნიერო არქივი და ფოტოთეკა, რომელშიც დაცულია ქართული ხელოვნების ძეგლთა ანაზომები, ნახაზები გრაფიკული და ფოტომასალა. არ არსებობს არქივის ელეტქრონული ვერსია.
6.    ბიბლიოთეკა, რომლის პროფილია ხელოვნების ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია და არქეოლოგია. დღეს წიგნების რაოდენობა 10500 აღწევს, პერიოდული გამომცემლობები კი დაახლოებით 1200 ეგზემპლარია. იქვე აღნიშნულია, რომ ბიბლიოთეკა ემსახურება მეცნიერებს, სტუდენტებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა საკითხებით.
7.    ძეგლთა აღწერილობის და სამეცნიერო ინფორმაციის ჯგუფი, რომელიც აწარმოებს საქართველოს ტერიოტორიაზე შემონახული ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აღნუსხვა-დოკუმენტაციას. მუშოაბენ სხვადასხვა კრებულებზე და გაკეთებული აქვთ გზამკვლევი „კახეთის ხუროთმოძღვრება.“

ვებ-გვერდზე დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ზემოთჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულების (თუმცა არა ყველას) შექმნის ისტორიასა და საქმიანობაზე, ასევე მათ თანამშრომლებზე (მითითებულია მათი საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშოა გამოცდილება და მნიშვნელოვანი ნაშრომები).
 ვებ-გვერდზე ცალკეა ბიბლიოგრაფიის ფანჯარა, ცენტრის თანამშრომელების მნიშვნელოვანი ნაშრომების შესახებ.
ასევე დევს ინფორმაცია მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ. თუმცა ეს ინფორმაცია ძალიან ზედაპირული და მწირია.
რაც შეეხება ახალია ამბების ბმულს, არაორგანიზებული და რთულად გასარკვევია.
ვებ-გვერდს თანდართული აქვს სხვადასხვა პარტნიორების ბმულები და ცალკე აქვს გამოტანილი საერთაშორისო ურთიერთობების ფანჯარა.
ვებ-გვერდზე იხილავთ ინფორმაციას  პერიოდული გამოცემების შესახებაც. სულ მოიცავს ოთხ პერიოდულ გამოცემას: „ქართული ხელოვნება“ – “Ars Georgica” (გამოიცემა 1942 წლიდან), „ქართული ხელოვნების ნარკვევები“ (2000 წლიდან), „საქართველოს სიძველენი“ (2002 წლიდან), ასევე ელექტრონული ჟურნალი “Ars Georgica” - სერია B. ეს უკანასკნელი არის ერთადერთი, რაც დღეისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომია ახალი და თანამედროვე საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
ვებ-გვერდს აქვს საერთო საძიებო სისტემაც, მაგრამ გაუგებარია რისი მოძიებაა შესაძლებელი მისი საშუალებით.





4.    დასკვნები

დასკვნები ძირითადად გამოტანილია სატელეფონო არაფორმალური გამოკითხვების, ცენტრის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშების და ცენტრის ვებ-გვერდის ანალიზის საფუძველზე.
·           ცენტრს არ აქვს განსაზღვრული საკუთარი მისია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იმდენად ვრცლად აქვს გაშლილი, რომ რთულია გასაგებად.
·           კვლევის შედეგად, ამ ეტაპზე გაურკვეველია მათი სამიზნე ჯგუფი (ჯგუფები).
·           ვებ-გვერდი ძირითადად შემოიფარგლება ზოგადი აღწერითი ინფორმაციით, ისტორიული მონაცემებით.
·           ტექსტური მასალა იმდენად დიდია, რომ აბნევს მომხმარებელს
·           გაუგებარია ის ორგანიზება რაც ვებ-გვერდზე გვხვდება. გარკვეული ინფორმაციები შეიძლება გაერთიანდეს ერთი ფანჯრის ქვეშ და არ იყოს ასე გაშლილი, რაც თავის მხრივ ართულებს ორიენტირებას ვებ-გვერდზე.
·           ელექტრონული ჟურნალის “Ars Goergica”- სერია B, და ფოტოგალერიის ნაწილის გარდა (მისი გამოყენება მხლოდ ცენტრს და ავტორს შეუძლიათ) ელექტრონულად მიუწვდომელია სხვა დანარჩენი სახის ინფორმაცია.
·           მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანამშრომელს მითითებული აქვს საკონტაქტო ინფორმაცია, ძალიან რთულია მათთან დაკავშირება. საინტერნეტო გამოკითხვამ არანაირი შედეგი აჩვენა.
2010 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ ცენტრი ახალ შენობაში გადადის, რასაც სატელეფონო გამოკითხვის დროსაც ადასტურებენ და სწორედ ამით ხსნიან ქაოსს და არაორგანიზებულობას.  
ეს არის ძალიან ზედაპირული დასკვნები ინსტიტუციის  ღიაობის შესახებ, თუმცა გარკვეული წარმოდგნის შესაქმნელად საკმარისია. ზუსტი და რეპრეზენტატული დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა უფრო ღრმა და აქტიური კვლევა.